Sunday, May 15, 2016

მეცხრე  დღე


ტრენინგის ყველა მონაწილის პრეზენტაცია იყო საინტერესო, კარგად გაფორმებული, შინაარსობრივად დატვირთული. ზოგადად ტრენინგი იყო საინტერესო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტრენერებს .

Thursday, May 12, 2016

მეშვიდე დღე


დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების აღწერაზე ,აგრეთვე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე. შრომატევადი დღე  იყო.

Monday, May 9, 2016

მეექვსე დღე

დღეს თავი წარმოვიდგინეთ ჩვენი მოსწავლეების ადგილზე.

მე ვარჩიე მხატვრული ესეს დაწერა, რადგანაც დამოუკიდებელი აზროვნების მომხრე ვარ. შემდეგ ავტვირთეთ საკუთარ გვერდზე.
მინდა ავღნიშნო, რომ ჯგუფში სუფევს ურთიერთპატივისცემა.

Sunday, May 8, 2016

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ გეგმაზე და წინარეცოდნაზე. მოვამზადეთ პრეზენტაციის გვერდები, ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელიც უნდა დაიცვან ჩვენმა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დროს.

Saturday, May 7, 2016

გავეცანი შეფასების მეთოდებს პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულებისას. დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და შინაარსობრივად დატვირთული. აღნიშნული ნიმუში, დარწმუნებული ვარ, კარგ სამსახურს გამიწევს მომავალში.